რეზონანსი
21.12.2025

ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს მართავენ ევროკავშირს სამწუხაროდ არიან ან არაკომპეტენტურები, ან რისი უფრო დიდი ალბათობაც არის, ასრულებენ კონკრეტული ძალების, ვისაც ჩვენ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობას ვეძახით, დაკვეთას ისე რომ კითხვებსაც არ სვამენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ბრიუსელი დღეს რთულ მდგომარეობაშია.

„ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა აღიარა, რომ არავინ განიხილავდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ბატონი ჯონსონი ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, რადგან 2023 წელს იგი ჰპირდებოდა უკრაინას, რომ დაიწყებოდა გაწევრიანების პროცესი”, -აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ 2022 წლის აპრილში ჯონსონის კიევში ვიზიტიც გაიხსენა.

„2022 წლის აპრილი იყო როცა უკრაინას და რუსეთს მიღწეული ჰქონდათ შეთანხმება , ომი უნდა შეჩერებულიყო და ბატონი ბორის ჯონსონი ჩავიდა და ჩაშალა ეს შეთანხმება, იქიდან გამომდინარე რომ დააიმედა უკრაინის ხელისუფლება, რომ დასავლეთი გვერდში დაუდგებოდა და დაამარცხებდნენ რუსეთს”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×