
რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო მზადაა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში თავისი სამშვიდობო კონტინგენტი გააგზავნოს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის შეკავება მხოლოდ უკრაინამ არ უნდა აიღოს თავის თავზე, და ამაში მონაწილეობა საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა მიიღონ.
„ისმის კითხვა, ვინ დააფინანსებს ყველაფერს? ვინ იქნება იქ, რომ ყველაფერი ერთიან სისტემაში ინტეგრირდეს, და ვინ გაუძღვება რუსეთის პროცესებს? შემდეგ კი ჩნდება კითხვა, რომ ამით დაინტერესებული ქვეყნების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ იქ. მაგალითად, თურქეთისთვის მნიშვნელოვანია არ დაუშვას იმის განმეორება, რაც აზარალებს ბიზნესს და შავ ზღვაში ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის“, - განაცხადა პოდოლიაკმა.