რეზონანსი
26.12.2025

მთელი ოპოზიცია დადგა მაღალი ფასების მხარეს, ამაში შედიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეს ამ გზაზე ხელისუფლებას, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ მიაღწიოს ფასების შემცირებას, მათ შორის, მედიკამენტებზე.

„მთელი ოპოზიცია დადგა მაღალი ფასების მხარეს, ამაში შედიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და ა.შ. რაც არ გვიკვირს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ყველგან ცდილობენ საბოტაჟს, თუმცა ეს მაინც გასაკვირია გარკვეულწილად. როგორ შეიძლება, მოახერხო ის, რომ დადგე მაღალი ფასების მხარეს, ეს მართლაც წარმოუდგენელია, თუმცა, ეს არის მათი არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის სხვა - ჩვენი არჩევანია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე და როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა შეგვხვდეს ამ გზაზე, ჩვენი ზრუნვა არ შენელდება და მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეს ეხება მედიკამენტებზე დადგენილ ფასებსაც“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×