რეზონანსი
27.12.2025

თურქი ფეხბურთელები დიდ სკანდალში გაეხვნენ - დაკავებულია 14 სპორტსმენი, ბიზნესმენები, ცნობილი საფეხბურთო კლუბის „გალათასარაის“ ყოფილი პრეზიდენტი, ერდენ თიმური და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორი. 

ჯამში, ერთი და იგივე საქმეზე, 29 ადამიანი დააკავეს. სკანდალი გაყალბებულ სპორტულ ფსონებს უკავშირდება. სტამბულის პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილი ფეხბურთელები სპორტულ ფინანსურ ფსონებს მეტოქე გუნდების გამარჯვებაზე დებდნენ და შემდეგ იმისთვის, რომ მოგება ენახათ, მატჩების შედეგებზე გავლენას ახდენდნენ.  სკანდალური ამბავი, საბანკო ანგარიშებზე საეჭვო ტრანზაქციების გამო გასკდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×