რეზონანსი
27.12.2025

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე განაწილდა:

„საქართველოს ბანკის ჯგუფის“ (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 1.46%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 91.15 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.48 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 31.53%-ით გაიზარდა.

„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.62%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 40.15 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.21 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 10.38%-ით შემცირდა.

რაც შეეხება „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 0.66%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 30.40 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.41 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 59.33%-ით გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×