|

ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკური ძალა როდესაც ცდილობს კიდევ გააგრძელოს ტივტივი და საზოგადოებას კვლავ ტყუილებს სთავაზობს, ამას არანაირი შედეგი არ ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგული აქვს.
„ოპოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. ისინი ილუზორულ წარმოდგენებში არიან. საკუთარი თავის შეფასების და რეიტინგის გაზომვის უნარი დაკარგული აქვთ. კარგად დაუკვირდნენ რადიკალების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას და ნახავენ, რომ არათუ რაიმე ფორმით გადაჯგუფების ან ახალი თამაშის წესების წარდგენის, არამედ რეალურად პოლიტიკურ ავანსცენაზე ყოფნის და დარჩენის ელემენტარული საშუალებაც კი არ აქვთ. მათ ჩვენი საზოგადოების ნდობა არ გააჩნიათ. ამიტომ ეს ყველაფერი აბსურდი, ტყუილი და კიდევ ერთხელ საკუთარი ერთი მუჭა მომხრეებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა. გეგმა სერიოზულობით იმ შემთხვევაში ფასდება, თუ ვინ ადგენს და ვინ წარადგენს ამ გეგმას. როცა ნულოვანი რეიტინგის მქონე ვითომ პოლიტიკური ძალა ცდილობს, კიდევ გააგრძელოს ტივტივი და საზოგადოებას კვლავ ტყუილებს სთავაზობს, ამას არანაირი შედეგი არ ექნება. ეს ყველაფერი იმ ტყუილ ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც ახლაა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|