რეზონანსი
20.01.2026

16-წლიანი ლოდინის, ბრძოლისა და ემიგრაციაში გატარებული რთული წლების შემდეგ, პროდიუსერ რეზიკო არჩვაძეს და მომღერალ თამუნა ამონაშვილს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა. პატარები, სახელად იონა და მელანია, ქვეყანას 1-ელ სექტემბერს მოევლინნენ.

მომღერალი ნოე სულაბერიძის გადაცემის, „ნოესთან“ სტუმარი იქნება, რომლის ეთერშიც განვლილ ცხოვრებისეულ სირთულეებზე ისაუბრებს.

„ახლაც მბურძგლავს. ამის იქით ქალისთვის არაფერი არ არსებობს. ძალიან დიდი  ტკივილი მაქვს დღემდე, რომ მამა გარდაცვლილიც ვერ ვნახე“, – აღნიშნა თამუნა ამონაშვილი გადაცემის ანონსში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×