რეზონანსი
22.01.2026

როგორია მოლოდინები ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დაწევასთან დაკავშირებით - სასურველი შედეგის მისაღწევად პროცესი დაწყებულია. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაკომპლექტებული საკოორდინაციო კომისია გუშინ "რითეილერებსა" და მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

ითქვა, რომ ფასების განსაზღვრაზე გავლენას არაერთი კომპონენტი ახდენს, რომლის შესწავლასაც ხანგრძლივი დრო დასჭირდება. აქვე ხაზი გაესვა ბიზნესის მთავრობასთან კოორდინაციისთვის მზადყოფნას.

სურსათის გარდა, იგეგმება მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლაც. სავარაუდო კარტელების აღმოჩენის შემთხვევაში, საქმეში სუსი ჩაერთვება.

"მთავარია, რომ ორივე კომისიის მუშაობის შედეგად შემოღებულ იქნას სამართლიანი თამაშის წესები, სადაც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, მაგრამ, ამავე დროს, იქნება გათვალისწინებული ის სოციალური ინტერესები ჩვენი საზოგადოებისა, რომელიც არის პრიორიტეტული", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგგიზ შარმანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×