რეზონანსი
22.01.2026

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება,რომ ევროპა სწორი მიმართულებით არ მიდის, პოლიტიკური შეფასებების თემაა საქართველოში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ეს შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს ადასტურებს.

მისი თქმით, ევრობიუროკრატიის მხრიდან ადგილი აქვს დემოკრატიული საწყისების, კანონის უზენაესობის, სამართლის უზენაესობისა და ქრისტიანული საწყისებისთვის გვერდის ავლას და იმ ფსევდოკულტურის შემოტანას, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს არცერთ სუვერენულ ქვეყანასთან.

„ახლა გაბედონ და ტრამპს შეუბრუნონ სიტყვა და რაიმე განსხვავებული უთხრან. საინტერესოა, იგივე განცხადებებს გააკეთებენ თუ არა პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ის არარჩეული ბიუროკრატები, რომლებიც თავს ესხმიან საქართველოს და ქართველ ხალხს“, - აცხადებს გორდულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×