რეზონანსი
22.01.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 16:00) დაიწყება.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი დროით 14:30 საათზეა (თბილისის დროით 17:30) დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×