რეზონანსი
22.01.2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, რეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევის გამო, ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს საზოგადოებრივი კვების ობიექტში ი.მ. „ააკაშის საკვები“ (მის: თბილისი, ნუცუბიძის N31, ს/კ 304768570).

ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ინდურ სამზარეულოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არ იყო დაცული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების (ეტიკეტირების) წესი, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. გამოვლენილი დარღვევებისათვის, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×