
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საჯარო დისკუსიისა და დებატების დაბრუნების შესახებ, წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ფუნქციონირებადი დემოკრატია ვერ იარსებებს მაშინ, როცა საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, შეადაროს არგუმენტები და გადაწყვეტილება ემოციის ნაცვლად, გააზრებული ანალიზის საფუძველზე მიიღოს - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია. მისივე თქმით, ეს ინიციატივა ხელს უწყობს არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, არამედ მედიის გაჯანსაღებასაც.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საჯარო დისკუსიისა და დებატების დაბრუნების შესახებ, წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ფუნქციონირებადი დემოკრატია ვერ იარსებებს მაშინ, როცა საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, შეადაროს არგუმენტები და გადაწყვეტილება ემოციის ნაცვლად, გააზრებული ანალიზის საფუძველზე მიიღოს.
ბოლო წლების განმავლობაში, დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში, აშკარად შეიმჩნევა ტენდენცია, საჯარო სივრცე თანდათან იცლება შინაარსიანი განხილვისგან და იცვლება რადიკალიზაციით, იარლიყებითა და ხმაურით. ამ პირობებში საზოგადოება კარგავს სრულფასოვანი ინფორმირების შესაძლებლობას.
საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია. ეს ასეთ პირობებში მოქალაქე იღებს უფრო სრულ სურათს – ხედავს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ ალტერნატივებსაც.“ - წერს ჩიხელიძე.