რეზონანსი
22.01.2026

სააკაშვილის პოლიტიკური სიურპრიზის ეფექტი მკვდარია,- ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას - „ მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში“. 

ცოტნე ანანიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ქარიზმას სრული დევალვაცია აქვს. 

“სააკაშვილის პოლიტიკური სიურპრიზის ეფექტი მკვდარია. არაჟანთან შემოპარვას, არა თუ რევოლუცია, საგრძნობი მღელვარებაც კი არ გამოუწვევია საზოგადოებაში. სააკაშვილის ქარიზმას აქვს სრული დევალვაცია.” - წერს ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×