რეზონანსი
22.01.2026

კაცი, ვინც გორში სპეცოპერაციის დროს ცუდად გახდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, 77 წლის ილია ნინოშვილია.

როგორც მეზობლები ყვებიან, კრიმინალურმა პოლიციამ ჯერ მისი შვილი დააკავა, შემდეგ კი  ჭალის დასახლებაში მდებარე ბინაში ჩხრეკაზე ჩავიდა, სადაც მამა დახვდათ.

ადგილობრივები ამბობენ,  რომ კაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, მის მეორე შვილს დალოდებოდნენ და შემდეგ ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები. ამ შელაპარაკების დრო 77 წლის კაცი ცუდად გახდა და რამდენიმე წუთში ადგილზე  გარდაიცვალა. 

მომდარი ტრაგედიის შემდეგ, პოლიციამ გარდაცვლილი პენსიონერის შვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. თუმცა ეს ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 

შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება სპეცოპერაციას, პრესსამსახურის ცნობით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა რომელი მუხლით, უცნობია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×