რეზონანსი
22.01.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დებატების დაბრუნების შესახებ, მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ დებატების აუცილებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის.

„დებატები არის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ჩამოუყალიბდეს თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებია დებატების ფორმატი აღარ არსებობს მედიასაშუალებებში, მაგრამ ეს შემთხვევით არ არის, ამასაც თავისი ახსნა აქვს: გარკვეულმა მედიასაშუალებებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა იმდენად ტოქსიკური გარემო შექმნეს, რომ იმ ვითარებაში დებატების წარმოებაც კი შეუძლებელი იყო.

ჩვენთვის დებატების წარმართვა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე და დებატი არის იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდო“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანი იმედოვნებს, რომ პრემიერის ინიციატივის შემდეგ მედიასაშუალებები ისეთ ფორმატს შექმნიან, სადაც შესაძლებელი იქნება კონსტრუქციული დებატების ჩატარება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×