რეზონანსი
22.01.2026

 ნამ­დვილ გლო­ბა­ლურ ძა­ლად გახ­დო­მის ნაც­ვლად, ევ­რო­პა პა­ტა­რა და სა­შუ­ა­ლო ძა­ლე­ბის კა­ლე­ი­დოს­კო­პად რჩე­ბა, ტრამ­პი ამ­ბობს, რომ უყ­ვარს ევ­რო­პა, მაგ­რამ ის ასეთ ევ­რო­პას არ მო­უს­მენს. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ და­ვო­სის მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ნამ­დვილ გლო­ბა­ლურ ძა­ლად გახ­დო­მის ნაც­ვლად, ევ­რო­პა პა­ტა­რა და სა­შუ­ა­ლო ძა­ლე­ბის ლა­მაზ, მაგ­რამ ფრაგ­მენ­ტი­რე­ბულ კა­ლე­ი­დოს­კო­პად რჩე­ბა. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა­ში ლი­დე­რო­ბის აღე­ბის ნაც­ვლად, მი­თუ­მე­ტეს რო­დე­საც ამე­რი­კის ფო­კუ­სი სხვა­გან გა­და­დის, ევ­რო­პა და­კარ­გუ­ლი ჩანს და ცდი­ლობს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი და­არ­წმუ­ნოს, რომ შე­იც­ვა­ლოს. მაგ­რამ ის არ შე­იც­ვლე­ბა.

პრე­ზი­დენტ ტრამპს უყ­ვარს ვინც არის... და ის ამ­ბობს, რომ უყ­ვარს ევ­რო­პა, მაგ­რამ ის ასეთ ევ­რო­პას არ მო­უს­მენს. დღე­ვან­დელ ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი პრობ­ლე­მა, რო­მელ­ზეც ხში­რად არ სა­უბ­რო­ბენ, არის აზ­როვ­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რი ევ­რო­პი­დან არის, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ევ­რო­პის მხა­რეს არ არის", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ევ­რო­პას უყ­ვარს მო­მავ­ლის გან­ხილ­ვა, მაგ­რამ თავს არი­დებს ქმე­დე­ბებს.

"რა­ტომ შე­უძ­ლია პრე­ზი­დენტ ტრამპს "ჩრდი­ლო­ვა­ნი ფლო­ტის" ტან­კე­რე­ბის გა­ჩე­რე­ბა და ნავ­თო­ბის წარ­თმე­ვა, მაგ­რამ ევ­რო­პას არა? რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ევ­რო­პუ­ლი სა­ნა­პი­რო­ე­ბის გას­წვრივ ხდე­ბა. ეს ნავ­თო­ბი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომს აფი­ნან­სებს. ეს ნავ­თო­ბი ევ­რო­პის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ეხ­მა­რე­ბა.

ასე რომ, რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბი უნდა გა­ჩერ­დეს, მისი კონ­ფის­კა­ცია უნდა მოხ­დეს და ევ­რო­პის სა­სარ­გებ­ლოდ უნდა გა­ი­ყი­დოს. რა­ტომ არა? თუ პუ­ტინს ფული არ ექ­ნე­ბა - ევ­რო­პის­თვის ომი არ იქ­ნე­ბა. თუ ევ­რო­პას ფული ექ­ნე­ბა, მა­შინ მას შე­ეძ­ლე­ბა თა­ვი­სი ხალ­ხის დაც­ვა.

ახლა ეს ტან­კე­რე­ბი ფულს აკე­თე­ბენ პუ­ტი­ნის­თვის და ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს თა­ვი­სი ავად­მყო­ფუ­რი დღის წეს­რი­გის წინ წა­წე­ვას," - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×