რეზონანსი
31.01.2026

დმანისში 55 წლის ისვანდილ გულიევმა ცოლი დანით მოკლა, შემდეგ ცხედარი მანქანაში ჩადო და პოლიციასთან მიიტანა.

42 წლის ქალი, პროფესიით მასწავლებელი იყო, ელნარა ალიევამ პედაგოგიური ინსტიტუტი ბაქოში დაამთავრდა და საქართველოში საქართველოში წამოვიდა. ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობში იყო. სამი შვილის დედას ბოლო კონფლიქტის დროს ქმარმა, სამზარეულოს დანა ჩაარტყა. ღრმა ჭრილობა ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

ყველაფერი 27 იანვარს დილის 10 საათზე ზემო ყარაბულახში მოხდა. ელნარა ალიევამ ორი მცირეწლოვანი სკოლაში გააცილა, სახლში დაბრუნდა და მესამე შვილის საუზმის მომზადება დაიწყო,  რა დროსაც ქმარმა მასზე იძალადა. გარდაცვლილის ბიძა ჰყვება, რომ ქმარი მას წლების განმავლობაში ღალატობდა, სამი შვილის დედა სახლიდან ბავშვების წამოყვანას და დამოუკიდებლად მის აღზრდას ფიქრობდა, თუმცა გულიევი მის დისშვილს ემუქრებოდა.

ქალის სიკვდილის შემდეგ სოფელი ალაპარაკდა, რომ სამი შვილის დედა სისტემური ძალადობის მსხვერპლი იყო. ქმარი ხან სცემდა ხან სახლიდან აგდებდა და ბავშვების ნახვას უკრძალავდა. იყო შემთხვევა, როდესაც ნაცემი ქალი ფეხშიშველი მეზობლებთან გარბოდა, რომ დამალულიყო.

"ელოდებოდა მის გარდაცვალებას, რომ საყვარელი სახლში მიეყვანა და მასთან ერთად ეცხოვრა" - უთხრეს "ტვ პირველს" მეზობლებმა.

დანაშაულის დაფარვა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია. სასტიკად მოკლული ქალის ოჯახის მტკიცებით, ის თვითმხილველები, რომლებიც ქალზე ძალადობას წლების განმავლობაში უყურებდნენ, დანაშაულს მიზანმიმართულად მალავენ, რადგან ზემო ყარაბულაღში მცხოვრები 800 ადამიანიდან ყველა ერთმანეთის ნათესავი და ახლობელია.

სიუჟეტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, "შაბათის ეთერს" დმანისის რაიონიდან დაუკავშირდნენ გარდაცვლილი ქალის ნათესავები.  ელნარა ალიევას ბიძაშვილების თქმით, ქალი ორსულად იყო და ეს მკვლელმა მამაკაცმა იცოდა.  ჭრილობის მიყენებამდე მას დაზიანებები მუცლის არეში მიაყენა, შემდეგ თავში და ბოლოს დანით დაჭრა. 

"ტვ პირველი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×