რეზონანსი
01.02.2026

აჭარაში, საკუთარ დაბადების დღეზე ახალგაზრდა ქალი – თამო დოლიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ.

როგორც ირკვევა თამო 31 იანვარს 29 წლის გახდა. მას ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

„დედა მოუკვდა ამ ანგელოზს და ჯერ არაფერი იცის, ვერ ხვდება სად გაუფრინდა მისი დედიკო.

თამრო დოლიძე 29 წლის გახდა დღეს, 31 იანვარს, თამარობას და საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

გარდაიცვალა თამრო დოლიძე, 29 წლის. გლოვობს ჩემი ბათუმი, მეჯინისწყალი. დაბადების დღე ჰქონდა — რა უბედურება დატრიალდა.

შეგრცხვეს სიკვდილო, დაგვანებე თავი ცოტახანი. რატომ წადი იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან, ასეთი უსასრულობა როგორ მოგაწერა ცხოვრებამ. სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია" - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×