რეზონანსი
02.02.2026

სალომე ზურაბიშვილია და მისი ოჯახისაგან ჩვენ ასეთი კრიტიკა არ გვიკვირს, იმიტომ, რომ ისინი ბოლო პერიოდში მოწადინებული არიან, რომ ნებისმიერი ადამიანი გააკრიტიკონ საფუძვლის გარეშე, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ. დეპუტატი გამოეხმაურა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ქეთევან გორჯესტანის განცხადებას.

„ძალიან საინტერესოა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ბატონი ტრამპის გაკრიტიკება. მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი აგენტი და მისი შვილიც ზუსტად ამ გზას ადგას“, - აღნიშნა ბერაძემ.

სალომე ზურაბიშვილის შვილი, დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს. France24-ის ჟურნალისტმა, ქეთევან გორჯესტანმა ამერიკის „რესპუბლიკურ“ პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებასა და წინასაარჩევნო გამოწვევებზე ისაუბრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×