რეზონანსი
02.02.2026

ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, აქვეყნებს წერილს, სადაც ის საუბრობს დონალდ ტრამპზე, როგორც „ომის გამჩაღებელზე“ და არა „მშვიდობის მტრედზე”, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს.

შათირიშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში ტრამპი “ დიფ სთეითის” დავალებას ასრულებს და ცდილობს ომის გაჯანჯლებას.

„რუსეთ-უკრაინის ომი - დონალდ ტრამპი ყველაზე ხშირად და ხმამაღლა აცხადებდა, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს 24 საათში დავასრულებდიო. პრეზიდენტიც გახდა და 24 საათზე ბევრად, ბევრად მეტი დროც გავიდა, თუმცა ამ ომს არათუ დასასრული არ უჩანს, რაც ცხადია ისევ და ისევ „დიფ სტეიტის“ ინტერესის გათვალისწინებით ხდება, არამედ ტრამპი უკრაინას ეხმარება როგორც იარაღით, ისე ფინანსურად, რითაც „დიფ სტეიტის“ დავალებას ასრულებს და ომის გაჯანჯლებას ცდილობს, რადგან გლობალური ომის პარტიას სულ სხვა გეგმები აქვს, გეგმები, რომლებიც ამ ომის მყისიერად დასრულებას არ ითვალისწინებს“,- წერს ზაზა შათირიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×