
„საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ზეიმი 2026 წლის ბიუჯეტის გარდაუვალი დამტკიცების გამო ხანმოკლე იქნება. როგორც კი მას დაამტკიცებენ, მომავალი წლის გაზაფხულზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მაკრონი „კოჭლ იხვად“ იქცევა, - წერს Politico.
ამერიკულ პოლიტიკურ სლენგში „კოჭლ იხვს“ აშშ-ის პრეზიდენტს უწოდებენ, რომელიც მალე ტოვებს თავის პოსტს მორიგ არჩევნებში წაგების ან თავისი კანდიდატურის წარდგენის უფლების ამოწურვის შედეგად. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი მემკვიდრე უკვე არჩეულია.
სტატიაში სახელწოდებით „მაკრონი თავის „კოჭლი იხვის“ ეპოქაში შედის“ აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის დამტკიცება მაკრონის პრეზიდენტობის მეორე ვადის ფაქტობრივ დასასრულს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კვლავ ინარჩუნებს გავლენას საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვაზე, ბიუჯეტთან დაკავშირებული დაძაბულობის ჩაცხრომის შემდეგ, საფრანგეთის პოლიტიკური პროცესები სრულად წინასაარჩევნო რეჟიმზე გადაერთვება, რაც კანონშემოქმედებით საქმიანობას მეორე პლანზე გადაწევს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანას მუნიციპალური არჩევნები ელის, რის შემდეგაც მთელი ყურადღება 2027 წლის საპრეზიდენტო რბოლისკენ მიიმართება. მაკრონს, კონსტიტუციური შეზღუდვების გამო, კენჭისყრის უფლება აღარ აქვს, ხოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ მისი შემცვლელი შესაძლოა უკიდურესი მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატი გახდეს. პარლამენტში არსებული ფრაგმენტაცია და ოპოზიციური ძალების გააქტიურება პრეზიდენტს მანევრირების საშუალებას მნიშვნელოვნად უზღუდავს.