მარიამ ვეკუა
02.02.2026

ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის ფონზე, როცა ვაშინგტონი სამხედრო სცენარისთვის მზადყოფნაზე საუბრობს, თეირანი აცხადებს, რომ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება კვლავ შესაძლებელია - თუმცა პარალელურად აფრთხილებს, რომ მოლაპარაკებების ჩავარდნა რეგიონულ კატასტროფად გადაიქცევა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ძალები ირანზე დარტყმისთვის მზად არიან, ქვეყნის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, კვირას განაცხადა, რომ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-სთან შეთანხმება შესაძლებელია.

„მოდით, შეუძლებელ რაღაცეებზე ნუ ვისაუბრებთ და ნუ დავკარგავთ შესაძლებლობას, მივაღწიოთ სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბირთვული იარაღის არარსებობა. როგორც ვთქვი, ეს მიღწევადია მოკლე დროშიც კი", - აღნიშნა არაღჩიმ.

მისი თქმით, სანაცვლოდ, თეირანი ელოდება აშშ-ის მიერ დაკისრებული სანქციების მოხსნას და ასევე ირანის უფლების პატივისცემას, მშვიდობიანი მიზნებისთვის ურანის გამდიდრება გააგრძელოს.

ამასთან, არაღჩის მტკიცებით, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ირანი ომისთვის მზადაა, თუმცა, მისი თქმით, კონფლიქტი ირანის ფარგლებს გასცდება და კატასტროფა იქნებაყველასთვის, რეგიონში განლაგებული აშშ-ის ბაზები კი ირანელი სამხედროების სამიზნე გახდება.

 

  • ტრამპი: „ირანი ჩვენთან საუბრობს, სერიოზულად გველაპარაკება".

 

როგორც ჩანს, ამ შაბათ-კვირას აშშ-ს მხრიდანაც ოპტიმისტური განწყობა იყო. შაბათს, Air Force One-ის ბორტზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანი „ჩვენთან საუბრობს, სერიოზულად გველაპარაკება".

განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, განაცხადა, რომ აშშ-ის ნებისმიერი დარტყმა ირანზე რეგიონულ ომს გამოიწვევს.

კვირას გაკეთებულ შენიშვნაზე საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიო მალე დაინახავს, მართალი იყო თუ არა ხამენეი, როცა მსოფლიო გააფრთხილა, რომ აშშ-ის თავდასხმა რეგიონულ ომს გამოიწვევდა. „რატომ არ იტყოდა ის (ხამენეი) ამას? რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ამის თქმა", - თქვა ტრამპმა.

„მაგრამ ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძლავრი გემები, იქ, ძალიან ახლოს", - დასძინა ტრამპმა. „და იმედია, შეთანხმებას მივაღწევთ". „თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ გავარკვევთ, მართალი იყო თუ არა, რასაც ამბობდნენ".

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების შეფასებით, გასულ თვეს, მიუხედავად ტრამპის გაფრთხილებისა, ირანში ქუჩის საპროტესტო აქციებზე სულ მცირე რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა.

ტრამპი ყოყმანობს

შაბათს ტრამპმა იმაზე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ პოტენციური სამხედრო დარტყმის განხორციელების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

როცა ჟურნალისტებმა უთხრეს, რომ დარტყმისგან თავის შეკავება თეირანს გააძლიერებდა თუ არა, ტრამპმა განაცხადა „ზოგი ასე ფიქრობს. ზოგი არა"

აშშ-ს პრეზიდნეტმა კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებაზე და გაიმეორა ის კომენტარები, რაც ადრე გააკეთა.

„ ვერ გეტყვით. იმედი მაქვს, რომ ისინი მოლაპარაკებას გამართავენ"

კონფლიქტის თავიდან აცილების რეგიონული ძალისხმევა ბოლო დღეებში რამდენიმე დიპლომატიური აქტივობის ტალღას მოიცავდა, მათ შორის შაბათს კატარის პრემიერ-მინისტრის, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-ტანის, თეირანში ვიზიტს.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორივე მხარემ „რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციის მიმდინარე ძალისხმევას" გადახედა.

შაბათს ასევე სატელეფონო საუბარი შედგა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანსა და ეგვიპტის ლიდერ აბდელ ფატაჰ ელ-სისის შორის, რომლებმაც „კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეგვიპტის მუდმივი ძალისხმევა, რომელიც მიზნად შეერთებული შტატებისა და ირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას" ისახავს, ნათქვამია ეგვიპტის პრეზიდენტის განცხადებაში.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკას არასდროს უცდია ომი და არც არანაირად არ ეძებს მას" - განაცხადა პეზეშკიანმა.

რისხვა

თეირანის ქუჩებში, იანვრის საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა ყურადღების ცენტრში რჩება.

როდესაც მთავრობის ამ ქმედებების შესახებ ჰკითხეს, არაღჩიმ უთანხმოების გაღვივებასა და ძალადობის პროვოცირებაში საზღვარგარეთიდან მიღებული ბრძანებები „ტერორისტული ელემენტები" დაადანაშაულა.

საპროტესტო აქციების საუბრისას მან თქვა: „ჩვენ ამ სამ დღეს იმ 12-დღიანი ომის გაგრძელებად მივიჩნევთ, რომელიც გარედან მოსადის მიერ ხელმძღვანელობით განხორციელებული ოპერაცია იყო და, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ოპერაცია ჩავშალეთ".

 

  • არაღჩი: „შემიძლია დავადასტურო, რომ ყველა დაპატიმრებული და დაკავებული ადამიანის უფლება დაცული და გარანტირებული იქნება".

მან თქვა, რომ „პროტესტანტების სიკვდილით დასჯის ან ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობდა", რითაც ტრამპის მტკიცება, რომ მან ირანისგან სიკვდილით დასჯის შეჩერების შესახებ გარანტიები მიიღო უარყო.

„შემიძლია დავადასტურო, რომ ყველა დაპატიმრებული და დაკავებული ადამიანის უფლება დაცული და გარანტირებული იქნება", - თქვა მან.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×