რეზონანსი
03.02.2026

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, შვედეთის სახელმწიფოს მოუწოდა, „დროს ნუ დახარჯავენ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში“ და ამის ნაცვლად, საკუთარ სახელმწიფოში არსებულ შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნონ.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი შეშფოთებულია შვედეთში გაზრდილი დისკრიმინაციული, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონის და ზოგადად, კრიმინალის მაჩვენებლის ზრდით. 

ამავე დროს, ქართული მხარის შეშფოთების საგანია „ეკონომიკური სტაგნაცია და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას.“

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გააგრძელებს მონიტორინგს და მომავალშიც გამოხატავს მზარდ შეშფოთებას შვედეთსა და სხვა ქვეყნებში ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. 

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ, დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არ არსებულ პრობლემებზე შფოთვაში და სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას.“  

დასასრულ, აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×