რეზონანსი
03.02.2026

ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებისა და ანალიზის შედეგად გააკეთოს.  ამიტომაც, ამ მიმართულებით არსებული არაჯანსაღი ვითარების გამოსწორებისა და პოლარიზაციის დასრულებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა,  პლენარულ სხდომაზე, საჯარო დისკუსიების დაბრუნების ინიციატივაზე საუბრისას. 

ნინო წილოსანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა  ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს დებატებში ჩართვა შესთავაზა.

„პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების ინიციატივა წამოაყენა და ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს, პარალელურად კი საგნობრივი მსჯელობისთვის მზად არის, ჯანსაღ დებატებში ჩართვა შესთავაზა. რა თქმა უნდა, დისკუსიაზე ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ შემავალი პარტიების დიდი ნაწილის პირდაპირ უარი არავის გაჰკვირვებია, პირიქით ასაკრძალი პარტია და მათი რადიკალი წარმომადგენლები ვერაფრით გახდებოდნენ დებატების მხარე, თუმცა გამოჩნდნენ   ისეთებიც, რომლებმაც, ერთგვარ ხრიკს მიმართეს და, თითქოს, თანხმობა განაცხადეს, თუმცა, ისეთი  სასაცილო და აბსურდული პირობები წამოაყენეს, რომელიც ჯანსაღი დისკუსიის ფორმატს ჩანასახშივე გამორიცხავს“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×