რეზონანსი
03.02.2026

ფასების ზრდასთან დაკავშირებით, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან განცხადება არაერთხელ გავაკეთეთ, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც „გახარია საქართველოსთვის“ წევრები საკითხზე საუბრობდნენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეღიმებოდათ.

„ფაქტია, თავად დაინტერესდნენ ამ საკითხით, ადრეც უნდა დაინტერესებულიყვნენ. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად ქმედითი იქნება თუნდაც სამთავრობო კომისიის, საპარლამენტო კომისიის ქმედება, რამდენად რეალურად იგრძნობენ შედეგს. მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები რამდენად ქმედით იქნება, რამდენად შედეგიანად დასრულდება პროცესი. ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ეს კონკრეტული ღონისძიებები მნიშვნელოვანია. ჩვენ ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×