რეზონანსი
03.02.2026

რეგიონული დაძაბულობის პირობებში, ნამდვილი სტაბილურობა არა მხოლოდ კონფლიქტის არარსებობა, არამედ ძლიერი ინსტიტუტების, პროგნოზირებადი პოლიტიკისა და მშვიდობისადმი ერთგულების დემონსტრირებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლარიზაციის ეპოქაში დიპლომატიური შესაძლებლობები არანაკლებ მნიშვნელოვანია: პოლიტიკური და სტრატეგიული განსხვავებების მიღმა კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნების უნარი ეკონომიკურ უპირატესობად იქცა.

„ამ ინსტიტუციურ და დიპლომატიურ საფუძველს უნდა შეესაბამებოდეს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა: მოდერნიზებული მაგისტრალები, პორტები და რკინიგზა, რაც საქონლის არა მხოლოდ სწრაფ, არამედ საიმედო და პროგნოზირებად გადაადგილებას უზრუნველყოფს. საქართველოს მნიშვნელობა მხოლოდ მისი მდებარეობით არ განისაზღვრება, არამედ იმითაც, თუ რა გააკეთა მან ამ მდებარეობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×