რეზონანსი
03.02.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, დუმა გიდეონ ბოკოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგს. ირაკლი კობახიძემ ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ბოცვანის რესპუბლიკისთვის წარმატებული რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დაესწრო“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×