რეზონანსი
03.02.2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორი ირაკლი კიკვაძე ოფიციალურად საქმიანობას უკვე შეუდგა. დღეს იგი მაუწყებლის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა.  

შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო. ირაკლი კიკვაძე თანამშრომლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა სოსო სტურუამ და თამილა დოლიძემ წარუდგინეს. ისინი  იმ წევრებს შორის იყვნენ, რომლებმაც ირაკლი კიკვაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი 29 იანვარს ღია კონკურსით შეარჩიეს.

ირაკლი კიკვაძე მაუწყებლის ხელმძღვანელობამდე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. როგორც ის აცხადებს, აქვს დიდი ხნის გამოცდილება ტელევიზიისა და კინოს მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი სამჯერ ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×