რეზონანსი
03.02.2026

ასეთი პასუხის მოწერას საერთოდ რომ გაჩუმებულიყვნენ, ალბათ, ის ჯობდა, ვინაიდან ფაქტობრივად, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინეს და უფრო მეტად დაადასტურეს, რომ როგორც ჩანს, დასამალი მათაც ბევრი რამ აქვთ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

იგი ამგვარად გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ „ქრონიკის“ კითხვაზე გაცემულ პასუხს.

„სინამდვილეში როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გამჭვირვალობის პრინციპის წინააღმდეგ მოქმედებენ გარკვეული ძალები, რა თქმა უნდა, ამ ეგზალტირებული „ენჯეოების“ ნაცვლად არიან მათი დონორები. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ სინამდვილეში გამოდიოდნენ არა ეს პოლიტიკური „ენჯეოები“, რომლებიც თითქოს წინა პლანზე იდგნენ, არამედ მათი დამფინანსებლები, დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„იმედის“ მიერ გაგზავნილ კითხვაზე დანიის საელჩომ „ქრონიკა“ სამინისტროსთან გადაამისამართა, სამინისტრომ კი ასეთი ბუნდოვანი პასუხი გასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×