რეზონანსი
03.02.2026

 "იყო მწვავე შეკითხვები - საჭიროა დიალოგი გაგრძელდეს" - ჯაბა სამუშია განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზვი­ად გა­ბი­სო­ნი­ა­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც 3 საათ-ნა­ხე­ვარს გაგ­რძელ­და, თსუ-ს რექ­ტორ­მა ჯაბა სა­მუ­ში­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა ხან­გრძლი­ვი და და­ძა­ბუ­ლი იყო. მისი თქმით, შეხ­ვედ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მწვა­ვე შე­კი­თხვე­ბი და­ის­ვა ორი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის შე­საძ­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რექ­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­რას­კევს, 6 თე­ბერ­ვალს, და­გეგ­მი­ლია ერ­თობ­ლი­ვი შეხ­ვედ­რა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრთან, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ რო­გორც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ასე­ვე ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"და­ახ­ლო­ე­ბით, 3 საათ-ნა­ხე­ვა­რი გაგ­რძელ­და შეხ­ვედ­რა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან. რა თქმა უნდა, იყო მწვა­ვე შე­კი­თხვე­ბი, და­ის­ვა სა­კი­თხი ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ორ ნა­წი­ლად გავ­ყოფ­დი შეხ­ვედ­რას. შევ­თან­ხმდით, რომ მე­ო­რე ნა­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რა კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა. ეს იყო, რო­გორც ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­კი­თხვე­ბი, მე­ო­რე- პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­საც პა­სუხს უკვე მი­ნის­ტრი გას­ცემს პა­სუხს. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ პა­რას­კევს სტუ, ასე­ვე თსუ-ი ერ­თად შეხ­ვდე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს, ბა­ტონ გივი მი­ქა­ნა­ძეს. შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი გვექ­ნე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თემა საკ­მა­ოდ მწვა­ვეა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის. ვფიქ­რობ, რომ სა­ჭი­როა დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­დეს",- გა­ნა­ცხა­და ჯაბა სა­მუ­ში­ამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×