რეზონანსი
04.02.2026

ამ­ბრო­ლა­უ­რის სო­ფელ კვარ­ცხუთ­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი ბი­ჭის, და­ვით (დადუ) აპუ­სი­დი­სის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ბავ­შვი სახ­ლში, ბუ­ხარ­ში ცე­ცხლს ან­თებ­და, შემ­თხვე­ვით ბენ­ზი­ნი შე­ას­ხა და ძლი­ე­რი აა­ლე­ბის დროს მან მძი­მე დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. მას შემ­დეგ ბავ­შვი ერთი თვე­ზე მეტ­ხანს თბი­ლის­ში, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში ებ­რძო­და სიკ­ვდილს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, იმ­დე­ნად მძი­მე იყო დამ­წვრო­ბა, რომ ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს.დღეს გლო­ვაა მის სო­ფელ­ში, სკო­ლა­ში, სა­დაც ყვე­ლას უყ­ვარ­და საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭუ­ნა. ყვე­ლა გა­ნიც­დის მომ­ხდარს და უჭირთ მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი.

“უმ­ძი­მე­სი დღე გვაქვს... კვარ­ცხუ­თის სა­ჯა­რო სკო­ლა ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლის - და­ვით (დადუ) აპუ­სი­დი­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ მის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, კლა­სე­ლებს, პე­და­გო­გებს და მე­გობ­რებს.

სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა იზი­ა­რებს ამ უმ­ძი­მეს და­ნა­კარგს და თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დებს ყვე­ლას, ვი­საც ეს ტრა­გე­დია შე­ე­ხო. ნა­თელ­ში იყოს დადუ, ჩვე­ნო დიდო ტკი­ვი­ლო, შენი სპე­ტა­კი სული”, - ვკი­თხუ­ლობთ სკო­ლის სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×