რეზონანსი
04.02.2026

თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები კომენტარსაც კი არ აკეთებენ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განზრახვას, რომელიც რეალურად ჰქონდა ევროპულ ბიუროკრატიას, რაც გამოხატული იყო მათი პრესსპიკერის განცხადებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, მათ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადეს თავის დროზე 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას.

„მათ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადეს თავის დროზე 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას. მაშინ გამოვიდა ევროკომისიის ოფიციალური პრესსპიკერი და პირდაპირი მხარდაჭერა გამოხატა დამხობისკენ მიმართული აქციის მიმართ, რაც იყო ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ისინი კომენტარსაც კი არ აკეთებენ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განზრახვას, რომელიც რეალურად ჰქონდა ევროპულ ბიუროკრატიას, რაც გამოხატული იყო მათი პრესსპიკერის განცხადებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ევროპაში“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×