რეზონანსი
04.02.2026

საჭიროა ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტებით ვისაუბროთ, მათ შორის, ბრენდის თემაზე, ათი განცხადება მაინც მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, მინდა, შეგახსენოთ, რომ თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მათ შორის, აღნიშნული პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში.

„ეს საუკუნოვანი ბრენდი საერთოდ გაქრა, როდესაც პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს გადაერქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1992 წელს მოხდა ეს და 1992 წლიდან იწყება პრობლემები, სწორედ, ტექნიკურ უნივერსიტეტში. მათ შორის, ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×