რეზონანსი
04.02.2026

"კანონიერი ქურდის" ძმა, ლევან ჯანგველაძე მკვლელობამდე შეიარაღებული გადაადგილდებოდა - როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე ამბობს, მოწმეთა ჩვენები ადასტურებს, რომ მოკლული ბიზნესმენი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა. 

ჯანგველაძეს თან ჰქონდა იარაღი, სპეციალურად შეკერილ "კაბურაში" ედო - ამბობს პროკურორი. 

დადასტურდა, რომ ლევან ჯანგველაძე ფრთხილობდა, ის იყო შეირაღებული და მას თან ჰქონდა იარაღი, რომელიც როგორც ამ საქმეში ერთ-ერთი ძირითადი მოწმე [ამბობს], სპეციალურად შეკერილ "კაბურაში" ედო. ამას ადასტურებს არაერთი მოწმე, რომ ის უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა თავს", - ამბობს ვეფხვაძე. 

"პირველებმა" საქმის პროკურორს ჰკითხა, ჩაუტარდა თუ არა ექსპერტიზა იმ ავტომობილს, რითაც საბედისწერო დღეს ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე მივიდა. ვეფხვაძე ამბობს, რომ ეს მანქანა ამოღებულ იქნა, გადატანილ იქნა შსს-ს საცავში და მერე მოხდა მისი დეტალური დათვალიერება.

დღეს დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე მიუთითებდა, რომ მკვლელობის დღეს ადგილზე ჯანგველაძის ავტომობილის გამოკვლევა არ მომხდარა და მას ექსპერტიზა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ ჩაუტარდა. 

როდესაც ხდება შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ობიექტი, რომელსაც აქვს დაზიანება მიყენებული,  მით უფრო, თუ მანქანა არის, მნიშვნელოვანია, მოხდეს მისი ამოღება კანონით ადდგენილი წესით და ეს მანქანა ამოღებულ იქნა, გადატანილ იქნა შსს-ს საცავში და მერე მოხდა მისი დეტალური დათვალიერება. ამიტომ, ეს მონაცემი, რომ თითქოსდა არ დათვალიერდა, ძალიან არასწორია. აპელირება, რატომ დასვა (დაცვის მხარემ სხომაზე) მანქანასთან დაკავშირებით, მართლა ვერ გავიგე, რა იყო ამის მიზანი", - ამბობს პროკურორი.  

დღეს საქალაქო სასამართლოში ჯანგველაძის მკვლელობის საქმზე დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულებსი ,ძმები, დავით და გიორგი მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის პროცესი გაიმართა. ჯამში სახელმწიფო ბრალდებას დღეს 7 მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი, თუმცა მხოლოდ 5 მათგანის გამოკითხვა მოესწრო.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×