რეზონანსი
04.02.2026

სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს განავითარებს და კიდევ უფრო წინ წაიყვანს.

“სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია.

მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს განავითარებს და კიდევ უფრო წინ წაიყვანს!

გვაქვს ამბიციური მიზანი - საქართველოში განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს და მან საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოწვევებს უპასუხოს.” - წერს ჩაკვეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×