რეზონანსი
05.02.2026

ევროპარლამენტარი ტომ ვანდენდრიშე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს აფასებს, რომლის თანახმად, ევროპული ცენზურის ზეწოლის პირობებში, TikTok-მა „სიძულვილის ენად" მიიჩნია და ცენზურა დააწესა შემდეგ ფრაზებზე: „არსებობს მხოლოდ ორი სქესი“, „ბავშვები ვერ იქნებიან ტრანსგენდერები“ და „შეაჩერეთ ბავშვების სექსუალიზაცია“.

ევროპარლამენტარი ინტერესდება, თუ ეს ფრაზები სიძულვილია, მაშინ, რის ნორმალიზებას ცდილობს ევროკავშირი.

"არჩევნების წინ ისეთი განცხადებები, როგორიცაა „მხოლოდ ორი სქესი არსებობს“, „ბავშვები არ შეიძლება იყვნენ ტრანსგენდერები“ და „შეწყვიტეთ ბავშვების სექსუალიზაცია“, „სიძულვილის ენად“ იქნა მიჩნეული.

თუ ეს „სიძულვილია“, მაშინ კონკრეტულად რის ნორმალიზებას ცდილობს ევროკავშირი?" - წერს ტომ ვანდენდრიშე X-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×