
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში. დაღუპულია 19 წლის გუგალო კახიძე. იგი საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზის განაპირას დაჭაობებულ ტერიტორიაზე ჩავარდა. ავტომობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფებმა გამოიყვანეს.
ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფებს ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი დახვდა.
"შენ როგორ უნდა მოგინელოს ერთადეთი ბიჭი...
ბესო კახიძის და ხათო ხალვაშის ბიჭია... მათ სახლთან ახლოსაა ავარია მომხდარი.
ვაიმე, გუგალო ეს რა დილა გაგვითენე...
ერთადერთი შვილი ჰყავდათ ღმერთოო...
დედა რა საშინელებაა" - წერენ დაღუპულის ახლობლები სოციალურ ქსელში.