რეზონანსი
05.02.2026

საინტერესოა, რას ფიქრობს ჩვენი ოპოზიცია, საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობის დემონიზაციის კამპანიის შემდეგ - ახლა, როცა მათი დასავლელი კურატორები რიგში დგანან პეკინში, ჩინეთთან ურთიერთობების ასაწყობად, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ანანიძის თქმით, მსოფლიოში დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი ინდიკატორია ხელისუფლების მიერ გატარებული პრაგმატული პოლიტიკისა და ოპოზიციის „უშინაარსო ბრალდებებისა“.

„საინტერესოა, რას ფიქრობს ჩვენი ოპოზიცია, საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობის დემონიზაციის კამპანიის შემდეგ - ახლა, როცა მათი დასავლელი კურატორები რიგში დგანან პეკინში, ჩინეთთან ურთიერთობების ასაწყობად. ეს კიდევ ერთი მკაფიო ინდიკატორია მთავრობის პრაგმატული პოლიტიკისა და ოპოზიციის უშინაარსო ბრალდებების,“ - წერს ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×