
მომღერალი სალომე ბაკურაძე, რომელიც ყოველთვის პოზიტიური განწყობითა და ენერგიით გამოირჩეოდა, ახლა სულ სხვა ამპლუაშია - მეუღლის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შემდეგ, ის უდიდეს ტკივილთან თვალის გასწორებას სწავლობს.
სალომე პირველად და, როგორც თავად ამბობს, უკანასკნელად საუბრობს იმ უმძიმეს წუთებზე, როდესაც მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედია დატრიალდა. როგორ მოახერხა შვილის წინაშე სიმშვიდის შენარჩუნება და რამ აიძულა, გონება "პრაქტიკულ რეჟიმზე“ - ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში "შუადღეში" ისაუბრა.
"ჩემი ფიქრი ის იყო, რომ სანტისთან (შვილი) ერთად მეც რამე არ უნდა მომივიდეს. უნდა გავუშვა სახლიდან და მერე მითხრან ყველაფერი, მერე გავუსწორო თვალი და მერე მოხდეს, ის რაც უნდა მოხდეს. ალბათ ერთხელ და ბოლოჯერ შევეხები ამ თემას, რადგან ყველა ჯერზე ამის გახსენება არის...
იმ მომენტშიც კი, როდესაც არ ვუშვებდი, რომ ეს ჩემს თავს მოხდა, ლაშას დედაც იქვე იყო. ვხედავდი, რომ ისე ცუდად იყო, ძალიან ისეთი სიტუაცია იყო. ისიც არ იღებდა დიდხანს, არც მე... ამ გარემოში იყო სანტიც, ჩემი შვილიც.
ჩემი ფიქრები მიმართული იყო იმაზე, რომ როგორმე ეს ბავშვი სახლიდან გამეშვა და ამას ვაკეთებდი.
ამას ვგეგმავდი, ჩქარა, სანტი წავიდეს სახლიდან, მერე რაც უნდა დამემართოს, ეს იქნება ბოლომდე გაგიჟება, ბოლომდე ისტერიკა, მერე დამემართოს ყველაფერი.
შევეცადე, მეკონტროლებინა და ეს ყველაფერი გადამედო იმ დროისთვის, როცა სანტი აღარ იქნებოდა ოთახში.
ახლა პრაქტიკულ რეჟიმზე გადავრთე გონება. მაქვს კონკრეტული გეგმები, მიზნები, რასაც უნდა მივყვე. ბევრი ვალდებულება, პასუხისმგებლობა გამიჩნდა. არ ვარ პრინცესა გოგო, რომელსაც ხელით მორთმეული აქვს ყველაფერი. ბოლო წლებში ისე უმტკივნეულოდ გადაიბარა ეს მოვალეობები ლაშამ, ბევრი რაღაც აიღო საკუთარ თავზე.
ლაშას ძალიან ბევრი მეგობარი მიდგას გვერდში, ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები, არის პასუხისმგებლობები, რომლებიც ჩემი ამას თვალი უნდა გავუსწორო".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე