რეზონანსი
05.02.2026

ხორვატიულ სატელევიზიო არხზე "Nova TV" გავიდა სიუჟეტი ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, სათაურით: „პრეზიდენტი მილანოვიჩი პრეზიდენტ ყაველაშვილის მიწვევით საქართველოს ეწვევა- ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება".

საინფორმაციო გამოცემის მიხედვით, პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი წლის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ამზადებს. იგი საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიწვევით მიემგზავრება.

ამ საკითხზე საუბრისას, დიპლომატი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ბოჟო კოვაჩევიჩი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მიმართ მეგობრული დამოკიდებულების გამოვლინებაა.

„პრეზიდენტ მილანოვიჩის ამ ვიზიტს საქართველოს მიმართ მეგობრულ ჟესტად მივიჩნევ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციების ქვეშაა, რადგან მან უარი თქვა რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესებაზე", - განმარტავს საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი ბოჟო კოვაჩევიჩი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×