რეზონანსი
05.02.2026

აშშ და რუსეთი სამხედროებს შორის მაღალი დონის დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების ევროპული სარდლობა ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომუნიკაციის არხი 2021 წლის შემოდგომაზე შეწყდა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე.

დიალოგის აღდგენაზე შეთანხმება აბუ-დაბიში შეხვედრას მოყვა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ალექს გრინკევიჩი და სამხედრო მაღალჩინოსნები რუსეთიდან და უკრაინიდან.

"სამხედროებს შორის დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობაში, რომლის მიღწევაც მხოლოდ ძალით შეიძლება, და საშუალებებს გვაძლევს გამჭვირვალობისა და დეესკალაციის გაზრდისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×