რეზონანსი
07.02.2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვირის მთავარ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს ერთიან გზავნილად აყალიბებს - ხელისუფლება საუბრობს განათლების სისტემის „არსებით გარდაქმნაზე", ფასების შემცირების აუცილებლობაზე და კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე, მაშინ როცა მისი განცხადებები ევროპულ ბიუროკრატიაზე, ეკონომიკურ რეფორმებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს ერთდროულად ეხება.

პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის და პროფესორების შეხვედრაზეც გააკეთა აქცენტი. მისი განმარტებით, დღეს შეხვდებიან განათლების მინისტრს და გუშინდელი შეხვედრის შინაარს მოისმენენ.

„ დღეს გვექნება შეხვედრა განათლების მინისტრთან ერთად. უშუალოდ მისგან მოვისმენთ ინფორმაციას ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩამოვყალიბდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

 

  • "მთავარი ამოცანა უნდა იყოს სტუდენტებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის მაღალი დონის განათლების მიწოდება"

 

ჩვენი ამოცანა არის ძალიან მარტივი - დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება. თუ ვინმე ამას ეწინააღმდეგება, ეს არ არის სწორი, მათ შორის, თუ ვინმეს სუბიექტური ინტერესები აქვს, ყველამ უნდა გადადოს გვერდზე საკუთარი სუბიექტური ინტერესები. მთავარი ამოცანა უნდა იყოს სტუდენტებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის მაღალი დონის განათლების მიწოდება, ცოდნის გაზიარება. ეს არის ჩვენი მთავარი ამცანა და რა თქმა უნდა, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფასების კლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კვერცხის ფასების კლებასთან დაკავშირებით დასმული კითხვასაც უპასუხა, მისივე თქმით, ყველამ უნდა იმოქმედოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ფასების კლების მიმართულებით.

„უნდა შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ეს სოციალური ტვირთი, რაც ამ ფასებში არის გამოხატული. ვფიქრობ, ამის რესურსი არსებობს. პარლამენტიც ჩაერთვება, შექმნილია შესაბამისი საპარლამენტო კომისია, მომდევნო კვირიდან უკვე კომისიის ფორმატში გაიმართება შეხვედრები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და საზოგადოება უშუალოდ მიიღებს ინფორმაციას, ამ ღია შეხვედრების საფუძველზე, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ვითარებაა შექმნილი, როგორ წარმოიქმნება ფასები და რამდენად არსებობს ფასების შემცირების რესურსი. ამ ყველაფრის საფუძველზე, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ფასების დაბლა დაწევაზე",- განაცხადა კობახიძემ.

განათლების რეფორმა

პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის და პროფესორების შეხვედრაზეც გააკეთა აქცენტი. მისი განმარტებით, დღეს შეხვდებიან განათლების მინისტრს და გუშინდელი შეხვედრის შინაარს მოისმენენ.

„მე არ ვიჩქარებ კომენტარის გაკეთებას. დღეს გვექნება შეხვედრა განათლების მინისტრთან ერთად. უშუალოდ მისგან მოვისმენთ ინფორმაციას ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩამოვყალიბდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არის ძალიან მარტივი - დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება."- განაცხადა პრემიერმა.

სახელმწიფო ბანკი

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ბანკზეც ისაუბრა, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი.

 

  • „საქართველოს განვითარების ფონდი", შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში", გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი."

 

პრემიერის განმარტებით, ეს არ იქნება კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.

„არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე. იყო რამდენიმე სხვადასხვა უწყება, რომელიც შესაბამის ფუნქციებს ითავსებდა და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც ამ ფუნქციებით იქნება დაკავებული. საუბარია „საქართველოს განვითარების ფონდი", შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში", გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს, ბუნებრივია, არ არის კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. ეს ცვლილებები გახდა საჭირო ოპტიმალური მართვისთვის. როდესაც მსგავსი ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტებზე, უმჯობესია, ეს ყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული ", - განაცხადა პრემიერმა.

სტრატეგიული პარტნიორობა

პრემიერის განმარტებით, საქართველოს აქვს გაცხადებული მკაფიო სურვილი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გვინდა, ეს პარტნიორობა განახლდეს სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები და პრინციპები. ჩვენ მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×