რეზონანსი
08.02.2026

 რუსეთი უკრაინაზე მასშტაბურ თავდასხმებს განაგრძობს. კიევის რეგიონში საჰაერო იერიში განხორციელდა ლოჯისტიკურ ცენტრზე, რამაც დედაქალაქიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე საწყობში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღამით განხორციელებულ თავდასხმაში 400-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 40-მდე რაკეტა იყო ჩართული.

საჰაერო დარტყმები განხორციელდა უკრაინის დასავლეთ რეგიონებში არსებულ ორ თბოელექტროსადგურსა და ელექტროენერგიის განაწილების ქსელზეც. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც.

ელექტროსისტემაზე დარტყმები დროში ემთხვევა უკრაინაში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას. უახლოესი დღეებში ტემპერატურა მინუს 14 გრადუსამდე დაეცემა. რუსულმა სამხედრო ძალებმა საცხოვრებელ დასახლებებს დაარტყეს ხერსონში. თავდასხმის შედეგად, დაშავდა 8 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×