რეზონანსი
08.02.2026

 "არ­სე­ბო­ბენ იტა­ლი­ი­სა და იტა­ლი­ე­ლე­ბის მტრე­ბი, რომ­ლე­ბიც ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ", - ამის შე­სა­ხებ იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ჯორ­ჯია მე­ლო­ნიმ გა­ნა­ცხა­და.

იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჯორ­ჯია მე­ლო­ნი მი­ლან­ში ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­თან გა­მარ­თულ დე­მონ­სტრა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ა­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბით დას­რულ­და.

მისი გა­ცხა­დე­ბით, ათა­სო­ბით იტა­ლი­ე­ლი დიდი მონ­დო­მე­ბით მუ­შა­ობს, რათა ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად ჩა­ტარ­დეს.

„მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ სხვე­ბი, იტა­ლი­ი­სა და იტა­ლი­ე­ლე­ბის მტრე­ბი, რომ­ლე­ბიც ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ და ცდი­ლო­ბენ, ეს კად­რე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე მოხ­ვდეს. ამის შემ­დეგ კი სხვე­ბი სარ­კი­ნიგ­ზო კა­ბე­ლებს ჭრი­ან, რათა მა­ტა­რებ­ლე­ბის გას­ვლა შე­ა­ფერ­ხონ", - აღ­ნიშ­ნა მე­ლო­ნიმ.

ცნო­ბის­თვის, იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ შა­ბათს დი­ვერ­სან­ტებ­მა ქა­ლაქ ბო­ლო­ნი­ას­თან ახ­ლოს სარ­კი­ნიგ­ზო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­ა­ზი­ა­ნეს, რა­მაც მა­ტა­რებ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით შე­ა­ფერ­ხა. მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის აუ­ღია.

ამას­თან, იტა­ლი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ან­ტო­ნიო ტა­ი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის და­წყე­ბამ­დე რუ­სეთ­მა კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რომ­ლე­ბიც იტა­ლი­ამ წარ­მა­ტე­ბით მო­ი­გე­რია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×