
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ბრენდან ჰანრაჰანის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
Independence Avenue Media-ს კითხვაზე პასუხად, სპიკერმა აღნიშნა, რომ დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროს ოფიციალურ პირსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის „საერთო ინტერესის საკითხებზე" „კონსტრუქციული საუბარი" გაიმართა.
„შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსმა ოფიციალურმა პირმა, ბრენდან ჰანრაჰანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, „სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან.
3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე", - აღნიშნეს სახედპში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.