რეზონანსი
08.02.2026

 შევძელით „გამჭვირვალობის კანონის" მიღება, რთული პროცესები გამოიარა ჩვენმა მთავრობამ, რასაც ხმარდებოდა ქვეყნის გარედან შემოსული თანხები - ეს იყო უამრავი პროპაგანდისტული ხაზი, მათ შორის, მიმართული სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმადიდებელი ეკლესიის, სოციალური ინსტიტუტების წინააღმდეგ და სიძულვილის დათესვისკენ, ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „POSTV"-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს.

„ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში შევძელით პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის" მიღება, ეს იყო რთული პროცესები, რომელიც გამოიარა ჩვენმა მთავრობამ, დამტკიცებიდან ძალიან მალევე. თუ რას ხმარდებოდა ქვეყნის გარედან შემოსული თანხები, ეს იყო უამრავი პროპაგანდისტული ხაზი, მათ შორის, მიმართული სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმადიდებელი ეკლესიის, სოციალური ინსტიტუტების წინააღმდეგ და მიმართული იყო, მათ შორის, სიძულვილის დათესვისკენ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით. ეს არ იყო იოლი. აქაც იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს. ჩვენ ორი არჩევნები მოვიგეთ, რაც ბუნებრივია, არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ამას ხედავს საზოგადოება", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×