თამთა ჩაჩანიძე
11.02.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე სამდღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იყო კოლეგების მიწვევით. დამატებითი დეტალები უცნობია და ოპოზიცია დეტალებს ითხოვს, თუ რა მიზნებისთვის გაემგზავრა აშშ-ში მდინარაძე და ვისთან ჰქონდა შეხვედრები.

ერთის მხრივ, მდინარაძის აშშ-ში ჩასვლა შესაძლოა უკავშირდებოდეს „ოცნების" ხელისუფლების მცდელობას, რომ მიაღწიოს აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვა. მეორე მხრივ, ეს ვიზტი დროში დაემთხვა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის კავკასიურ ტურნეს. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა ირანის გარშემო მნიშვნელოვანი ესკალაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია უკრაინაში ომის დასრულების რეალური პერსპექტივა გაჩნდეს.

მდინარაძე რომ აშშ-ში „გაგზავნა ივანიშვილმა", ეს ჯერ კიდევ 4 თებერვალს გააჟღერეს პარტიაში „გახარია საქართველოსთვის", რაც მოგვიანებით სუს-ში უარყვეს. 1-ლ თებერვალს კი სუს-მა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მდინარაძე 7-10 თებერვლის ამერიკული მხარის მოწვევით იმყოფებიდა აშშ-ში.

აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი დროში დაემთხვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის კავკასიურ ტურნეს, რომელიც 8-10 თებერვალს ერევანსა და ბაქოს ესტუმრა, თუმცა თბილისში არ ჩამოსულა.

გარდა ამისა, 10 თებერვალს, სავარაუდოდ მდინარაძის სავარაუდოდ მდინარაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, „ოცნებაში" ერთიმეორის მიყოლებით კეთდებოდა განცხადებები აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივაზე.

  • პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 10 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „აშშ-ის შემხვედრ პოზიციას დაელოდება" და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას (კონკრეტული გზამკვლევით) რამდენი დროც დასჭირდება, იმდენ ხანს მოიცდის.

კობახიძის თქმით, ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ამერიკული მხრიდან ისმის, მას ოპტიმისტურად განაწყობს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ასევე 10 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთიბებში სიახლე უნდა შევიდეს - აღნიშნული კომენტარი აშშ-ს უმაღლეს წარმომადგენლებთან მის შეხვედრას ეხებოდა, თუმცა დასძინა, რომ მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ „აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება".

„ოცნებაში" მდინარაძის ვიზიტის შედეგებზე ან რაიმე დეტალებზე არ საუბრობენ. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ „საქმიანი ურთიერთობა სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის გრძელდება" და ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ „რადიო თავისუფლებას" მდინარაძის ვიზიტის დეტალებზე დასმული კითხვის საპასუხოდ გამაცხადა, რომ „აშშ-ის ოფიციალური პირები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ორიენტირებული სტანდარტული, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ".

ანალიტკოსები არ გამორიცხავენ, რომ ვიზიტი კავშირში იყოს როგორც რეგიონისა და ქვეყნის უსაფრთხოებასთან, ისე ურთიერთობების დალაგების მცდელობასთან.

სავარაუდო საკითხები

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-ში საქართველოს სუს-ის ხელმძღვანელის მისაწვევად შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ყოფილიყო და არავისთვის დასამალი არაა, რომ „ოცნება" აშშ-სთან ურთიერთიბების აღდგენას ცდილობს.

„დასამალი არაა და „ქართული ოცნება" დიდი ხანია ყველანაირად ცდილობს აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დაალაგოს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში უფრო მეტი ინტენსიფიკაციით, ეტყობა ვენესუელის ეფექტიდან და ირანის ამბებიდან გამომდინარე. ცდილობენ ყველა შანსი გამოიყენონ, თუნდაც თეორიული, რომ შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ურთიერთობები დაალაგონ. სავარაუდოდ, ამ კონტექტში უნდა გავიაზროთ ეს ვიზიტიც - რომ (მდინარაძე) ცდილობს უკვე აშშ-ში თავისი პროფილის ორგანიზაციებთან, უსაფრთხოების სამსახურებთან დაალაგოს" - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

კითხვაზე, რამდენატ შესაძლებელია, რომ მდინარაძის აშშ-ში მიწვევა მიმანმიმართულდა დაამთხვიეს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის კავკასიურ ტურნეს და რამდენად შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს აშშ-ის სურვილს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანთან ერთად, საქართველოშიც ჰქონდეს გარკვეული გეგმები სამხრეთ კავკასიაში გავლენების გასაძლიერებლად, კაკაჩიამ გვითხრა:

„აქვს თუ არა ასეთი გეგმა, არავინ არ იცის, მაგრამ ფაქტია - აშშ-მა ორ სახელმწიფოსთან სტრატეგიული ურთიერთობა დაამყარა. საქართველოსთან ძალიან დაბალი დონის ურთიერთობა კი აქვს, თუმცა, სამუშაო ურთიერთობები არის, გეოგრაფიულად საქართველოს გვერდს ვერ აუვლი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სტრატეგიული ურთიერთობები ისეთ ნიშნულზე დაბრუნდება, როგორიც აქამდე იყო, როგორც გუშინ აზერბაიჯანთან მოხდა.

„ქართულმა ოცნებამ" ანტიამერიკული რიტორიკით და ა.შ. დიდი ზიანი მიაყენა ურთიერთობებს. შეიძლება ტრამის ადმინისტრაციას ბაიდენის ადმინისტრაცია არ მოსწონდეს, მაგრამ ამერიკელები არიან და ნებისმიერი ანტიამერიკული ქმედება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, სერიოზულად იქნება მიღებული.

„აშშ-მა დიპლომატიური არხებით „ოცნებას" დიდი ხანია გამოუგზავნა, თუ რას ელოდება მისგან. ამის შემდეგ აქედან პასუხი არ ყოფილა და არც ის პირობები არ შესრულებულა. სავარაოდოდ საუბარია დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟზე უარის თქმაზე და ა.შ. ეს სანამ არ იქნება, არ მგონია რაღაც შეიცვალოს.

„უფრო შეიძლება ყველა საკითხი იყო, რაც რეგიონალურ უსაფრთხოებას შეეხება, მათ შორის უკრაინა, ირანი, „ტრამპის მარშრუტი". სავარაუდოდ ეს თემები იქნებოდა, ისევე, როგორც ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და ურთიერთობების პერსპექტივა", - განაცხადა კაკაჩიამ.

კითხვაზე, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ მდინარაძე აშშ-ში ამერიკელი კოლეგების მიწვევით ჩავიდა, კაკაჩიამ გვითხრა:

„სამუშაო ვიზიტით იყოო და აშშ-ს საქართვლოსთან ომი კი არ აქვს გამოცხადებული. შეიძლება რაღაც უნდათ მოისმინონ - დღევანდელი ხელისუფლება ურთიერთობების გაუმჯობესებას როგორ ხედავს, ქვეყანა ფაქტიურად იზოლაციაშია და როგორ ხედავენ ამის გამოსავალს".

ანალიტიკოსმა შეაფასა „ოცნების" 10 თებერვალის განცხადებებიც.

„მათ იმედი აქვთ, რომ ორმხრივ ურთიერთობაში რაღაც შეიცვლება, რაც თეორიულადაც და პრაქტიკულადაც არაა გამორიცხული, თუ ისინი ძირითად პირობებს შეასრულებენ. ამაზე წავა თუ არა ოცნება, ცოტა ძნელი სათქმელია, რადგან აქ უკვე ერთმანეთს უპირისპირდება რეჟიმის გადარჩენის ინსტინქტი და ქვეყნის იზოლაციიდან გამოსვლის სურვილი. ეს ორი ერთმანეთს გამორიცხავს", - განაცხადა კაკაჩიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×