რეზონანსი
17.02.2026

დღეს, 17 თებერვალს აღმოსავლური კალენდრით ცეცხლოვანი ცხენის წელი დადგა, რასაც სოციალურ ქსელში ასტროლოგი რამაზ გიგაური იგი ამბობს, რომ თუ გასული წელი იყო დაკვირვების, სტრატეგიისა და სიჩუმის წელი, ცხენი „გვთხოვს“ მოქმედებას. ეს არის წელი, როცა სამყარო მხარს უჭერს მხოლოდ მათ, ვინც ბედავს და წინ მიისწრაფვის:

„გილოცავთ ნამდვილ ახალ წელს! დროა, ფურცელი გადავშალოთ. მეგობრებო, გილოცავთ!

17 თებერვალს, თბილისის დროით 16:01 საათზე, აღმოსავლური კალენდრით, ოფიციალურად ვემშვიდობებით „გველის“

სიბრძნესა და ცბიერებას და ვეგებებით სტიქიას, რომელსაც მოსვენება არ უყვარს. შემოდის წითელი (ცეცხლოვანი) ცხენის წელი!

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? თუ გასული წელი იყო დაკვირვების, სტრატეგიისა და სიჩუმის წელი, ცხენი „გვთხოვს“ მოქმედებას. ეს არის წელი, როცა სამყარო მხარს უჭერს მხოლოდ მათ, ვინც ბედავს და წინ მიისწრაფვის. ვინც არ უშინდება რისკს, სისწრაფეს და ცვლილებებს. ცხენის ენერგია ვერ იტანს სტაგნაციას,

სიზარმაცეს და „ხვალისთვის“ გადადებას.

დაე, ამ ახალმა წელმა მოგიტანოთ ის სინათლე, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. გამარჯვება, სიყვარული და ბარაქა თქვენს ოჯახებს!“, - წერს რამაზ გიგაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×