
2021 წელს ვერაზე მომხდარი ნიკო კვარაცხელიას გახმაურებული მკვლელობა პროკურატორამ გახსნილად გამოაცხადა. საქმეში ახალი პირი ფიგურირებს - ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბესარიონ (ბუსა) ჟვანია. კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე აცხადებს, რომ არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს ჟვანიას ბრალეულობაში, თუმცა პროკურატურის მიერ დასახელებული მკვლელობის მოტივის არ სჯერა.
მანამდე ორი დღით ადრე ნიკო კვარაცხელიას დედამ პროტესტი დააანონსა. მან განაცხადა, რომ მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობით მიმდინარეობდა ამ დანაშაულის „ჩაფარცხვა" და დრო, რომელიც პროკურატურას ობიექტური გამოძიებისთვის ჰქონდა, უკვე ამოწურულია.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს, ბუსა ჟვანიას ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის 3-წლიანი მსჯავრი შეეფარდა. მაშინ ჟვანიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც მისჯილი 3 წლიდან ის საპატიმროში 1,5 წელს გაატარებდა და დარჩენილ 1,5 წელს კი პირობითი მსჯავრით.
პროკურატურის ვერსია
როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ 17 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
პროკურატურის ვერსიით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა უკავშირდებოდა 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. „კანონიერინინო ქადაგიძე-ჟვანია: „ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია. გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ." ქურდის", დავით კაკულიას მკვლელობას. მათივე ცნობით, კრიმინალურ სამყაროში გაჩნდა ვერსია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკო კვარაცხელიას მამა, ასევე „კანონიერი ქურდი" გია კვარაცხელია იყო.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ 20 წლის წინ მოკლული ნიკოს მკვლელობა სწორედ დავით კაკულიას შვილებმა, გუგა და დათა კაკულიებმა დაუკვეთეს ბუსა ჟვანიასთან ერთად.
უფრო კონკრეტულად კი, ჟვანიამ შეარჩია მკვლელობის უშუალო შემსრულებლები - ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძეს და ისინი ძმებ კაკულიებთან დააკავშირა.
„ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.
- იზა ომაძე: „წარმოუდგენელი ბოროტებაა. ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას", საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის..."
„განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით, დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასთვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში მდებარე მისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი „რედმის" მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს.
„ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე, დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს", - განაცხადა გიორგი მიქაიამ.
პირველი კომენტარები
ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს არ სჯერა პროკურატურის მიერ დასახელებული მკვლელობის მოტივის.
„წარმოუდგენელი ბოროტებაა. ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას", საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა. ჩემთვის დაუჯერებელია, რა საერთო უნდა ჰქონოდა ნიკოს ამ ხალხთან?
„მოტივაციას რაც შეეხება, ამ ვერსიის არ მჯერა - „კანონიერი ქურდის"... „კანონიერი ქურდი" ამ ქვეყანაში, ვინც თავისი პირით აღიარა, ვიცი ირაკლი ღარიბაშვილი. ვიღებ იმ კადრებს, რასაც ვუყურე, ვნახე საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მოტივს, ალბათ, საჭირო იყო გარკვეული მოტივი. მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი.
„ემოციურად მძიმე დღეა. დავფიქრდები, გავაანალიზებ ყველაფერს. არგუმენტირებულად მაქვს, ვინ მფარველობდა ამ მკვლელებს, სახელებით და გვარებით. ამიტომ იურიდიულად განმტკიცებული მასალების შეგროვებას დავუთმობ დროს", - აღნიშნავს ნიკო კვარაცხელიას დედა.
ბუსა ჟვანიაზე კი ამბობს: „პროკურატურამ დადო ფაქტები და არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ბუსა ჟვანია არ არის დამნაშავე".
- ნინო ქადაგიძე-ჟვანია: „ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია. გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ."
„გვითხრეს, რომ ის არის დამნაშავე და ორგანიზატორი ამ მკვლელობის. რატომ უარყოფს ნინო ქადაგიძე მისი შვილის კავშირს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან ვერ გეტყვით, ის დედაა და ალბათ, ძალიან სტკივა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა ბოროტებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანსაც კი არ იცნობ შენ და აორგანიზებ მის მკვლელობას", - აღნიშნა ომაძემ.
ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია მისი შვილის სავარაუდო ბრალეულობას გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა. როგორც ნინო ჟვანია აღნიშნავს, მისი შვილისთვის ცნობილი არ იყო, რომ ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას გეგმავდნენ.
„ძალიან მოულოდნელი იყო ახლა ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი იყო კაკულიასი და ჩვენებებშიც აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი. დანარჩენს რაც შეეხება, ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია. გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ. (მკვლელობას რომ გეგმავდნენ) ეს რომ სცოდნოდა ბუსას, ამას გამოვრიცხავ.
„ერთი უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედია არის ჩვენთვის ყველასთვის და ახლა მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა მემგონი", - განაცხადა ნინო ჟვანიამ.