
ჟურნალისტი ელისო კილაძე დაპატიმრებულია. რამდენიმე წუთის წინ -როკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და ჟურნალისტის დაკავების მიზეზიც დასახელდა. საქმე ეხება ქოლცეტრებს, ფულის გათეთრებას და ტრანსნაციონალურ დანაშაულს.
ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
„საქართველოს პროკურატურამ ე.წ. „ქოლცენტრების“ მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ.
ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმავალში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე“,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
"ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე ამ დილით, სპეცდანიშნულების რაზმმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან აიყვანა.
